მანუელ ნოიერი გერმანიის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა.
მიუნხენის ბაიერნის 40 წლის მეკარემ ეს ისტორიული შედეგი გერმანიის სუპერთასის ფინალში გამარჯვების (2:1) შემდეგ დააფიქსირა.
ეს ნოიერის კარიერაში მე-36 ოფიციალური ტიტული იყო, რის შედეგადაც მან თავისი ყოფილი თანაგუნდელი, თომას მიულერი უკან ჩამოიტოვა და გერმანული ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა.
კლუბთან ერთად მას ბუნდესლიგა 13-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო სანაკრებო დონეზე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.
მიუხედავად იმისა, რომ მან სანაკრებო კარიერა 2024 წელს დაასრულა, ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა, თუმცა ტურნირი გერმანელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და მეთექვსმეტედფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.