მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.
კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ინგლისელი ფორვარდის გასული სეზონის სტატისტიკისა და მიღწევების ფონზე, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
კლუბის კომერციულმა დირექტორმა რუვენ კასპერმა Sky Sports-თან ინტერვიუში მკაფიოდ აღნიშნა:
ეს მხოლოდ ჰარი კეინი უნდა იყოს. ჩვენ უბრალოდ ჰარის უნდა მივცეთ ის... არ აქვს მნიშვნელობა, რომ მადრიდის რეალიდან ვინმეს თავისი მოთამაშის იქ ხილვა სურს.
კასპერს სრულიად ეთანხმება სპორტული დირექტორი კრისტოფ ფროინდიც:
ვფიქრობ, მან ოქროს ბურთი დაიმსახურა. მან გამორჩეული სეზონი ჩაატარა... ბაიერნისთვის დიდი რამაა, როდესაც გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გყავს.
შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონში კეინმა 51 მატჩში 61 გოლი გაიტანა, ბაიერნს შიდა სატიტულო დუბლის შესრულებაში დაეხმარა, ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირზე 6 ბურთი შეაგდო.