მადრიდის რეალმა ფრანგული ლილის წინადადება უარყო და ახალგაზრდა ნახევარმცველის, ტიაგო პიტარჩის გაყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ლილი თავისი ლიდერის, აიუბ ბუადის შემცვლელს აქტიურად ეძებს, (იგიკარიერას მანჩესტერ სიტიში აგრძელებს).
სწორედ ბუადის წასვლის შემდეგ განიხილავდა ფრანგული კლუბი პიტარჩის, თუმცა მადრიდელებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. 19 წლის ტალანტმა მიმდინარე კვირაში კლუბთან გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა. რეალის სამწვრთნელო შტაბი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ტიაგო პიტარჩიმ გასულ სეზონში პირველ გუნდში დამკვიდრება შეძლო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რეალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ეტაპზე ძირითადიდან ითამაშა (18 წლის და 247 დღის).
მან ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში და ზაფხულში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა, სადაც ყველა მატჩი სასტარტოდან დაიწყო და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.