ხულიან ალვარესის გარშემო შექმნილი ვითარება დღითიდღე უფრო იძაბება.
ატლეტიკოსა და ვილიარეალის მატჩში (2:2) არგენტინელმა ფორვარდმა მოედანზე შეცვლაზე შესვლისას გულშემატკივრებისგან მწვავე რეაქცია მიიღო. ფანებმა დაუსტვინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და კარისკენ წასულს ფეხთან ატლეტიკოს შარფი ესროლეს.
მატჩის შემდეგ მან გულშემატკივრებთან მისვლაზე უარი თქვა და პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა.
ატლეტიკო კლუბი ოფიციალურად აცხადებს, რომ ფეხბურთელი არ იყიდება, თუმცა შიდა წყაროების ცნობით, მადრიდელები მზად არიან საუბრისთვის თუ შესაფერის შეთავაზებას მიიღებენ. ასეთ თანხად სახელდება 150 მილიონი ევრო. ატლეტიკო კატეგორიულად გამორიცხავს ალვარესის ბარსელონასა თუ მადრიდის რეალში გაყიდვას, თუმცა პრემიერ ლიგის კლუბების მიმართ უფრო ღიად არიან.
არსენალი დიდი ხანია ხულიან ალვარესით ინტერესდება და მეთოფეებს კლუბთან და ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტიც ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ არსენალი მზადაა იმოქმედოს, მათთვის მთავარი ბარიერი ისაა, რომ ალვარესის ძირითადი სურვილი კატალონიაში თამაშია და ინგლისში დაბრუნებაზე დიდი ენთუზიაზმით არ არის განწყობილი.