VIDEO: ბოლო წუთების დრამა ლონდონში - მანჩესტერი მთელი მატჩი იგებდა, თუმცა მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეხვედრა ლონდონში, ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
32-ე წუთზე წითელი ეშმაკები ბრაიან მბიუმოს გოლით დაწინაურდნენ და მინიმალური უპირატესობა 84 წუთამდე შეინარჩუნეს, როცა საჯარიმოში მატაის დე ლიხტს მატის ტელმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.
86-ე წუთზე ბენჟამინ შეშკოს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ვერც მომენტი გამოიყენა და ტრავმაც მიიღო - ამ დროს რუბენ ამორიმს ცვლილებები ამოწურული ჰქონდა და იუნაიტედს ბოლო წუთების 10 კაცით ჩატარება მოუწია.
90+1 წუთზე რიჩარლისონმა შორეულ დარტყმას მიმართულება თავით შეუცვალა და ეგონა, რომ გამარჯვების გოლი გაიტანა - აღნიშვნის დროს მაისურიც გაიხადა და გოლი ფანებთან ერთად აღნიშნა.
თუმცა, ათი კაცითაც კი იუნაიტედმა მებრძოლი სული გამოიჩინა და 90+6 წუთზე თავისი შეცდომა დე ლიხტმა გამოასწორა, რომელმაც ბრუნოს კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას აჯობა და თავით შეძლო მასპინძელთა კარის აღება.