NBA-ს პლეიოფში სერიის მე-4 მატჩში დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს კლიპერსი დაძაბულ ბრძოლაში 99-101 დაამარცხად და სერიაში ანგარიში (2-2) გაათანაბრა.
მატჩის ბედი სირენასთან ერთად აარონ გორდონმა გადაწყვიტა და თავის გუნდს ბოლო წამზე გამარჯვება მოუტანა.
დენვერს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 21 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
გუნდებს შორის შემდეგი მატჩი 30 აპრილს გაიმართება.
სერიის მე-3 მატჩში გოლდენ სტეიტ უორიორსმა ჰიუსტონ როკეტსს 104-93 მოუგო და სერიაში ანგარიში 2-1 გახადა.
ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა სტეფ კარის, რომელმაც 36 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სტეფმა 5 სამქულიანი ჩააგდო.
სერიის მე-4 მატჩი 29 აპრილს შედგება.
VIDEO: ოკლაჰომამ სერია დახურა, კლივლენდი შემდეგ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია