VIDEO: დილამ ტორპედოს მოუგო და ისევ გალიდერდა - იბერია დღეს ბათუმში ითამაშებს
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში, მთავარი მატჩი, გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს შორის, გორში თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა დილამ მეტოქე 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ბედი 70-ე წუთზე გადაწყდა, როცა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შორიდან დაარტყა, რიკოშეტმა ქუთაისელთა მეკარე კლიაიჩი დააბნია და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა.
26 წლის ანდრონიკაშვილმა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია და მიმდინარე სეზონში გორელთა ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, წლევანდელ ეროვნულ ლიგაში მე-10 საგოლე მოქმედება მიითვალა - 8 გოლი და 2 ასისტი. აქამდე, კარიერაში სეზონში 2 გოლზე მეტი არასდროს ჰქონდა გატანილი.
შედეგად, დილამ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა მინიმუმ იქამდე, სანამ დღეს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ერთმანეთის წინააღმდეგ დინამო ბათუმი და დილას კონკურენტი იბერია 1999 არ ითამაშებენ - მატჩი 18:00 საათზე იწყება. ტორპედო მე-4 ადგილზე დარჩა და დინამო თბილისს 2 ქულით ჩამორჩა.
გორელები მომდევნო ტურის შეხვედრას კახეთში გამართავენ და კავკასიონი არენაზე თელავს დაუპირისპირდებიან - 8 ნოემბერს. ტორპედო იმავე დღეს დინამო ბათუმს უმასპინძლებს.