VIDEO: დონჩიჩის მორიგი ისტორიული მატჩი - ლეიკერსმა კლივლენდს მოუგო
01 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა და 127-113 დაამარცხა.
მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 42 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სლოვენიელს საოცარი თვე გამოუვიდა. მარტში ლუკამ საშუალო 37.5 ქულა, 8.0 მოხსნა, 7.4 შედეგიანი გადაცემა და 2.3 ჩაჭრა დააგროვა.
ლუკა დონჩიჩი გახდა NBA-ის ისტორიაში მე-10 მოთამაშე, რომელმაც ერთ თვეში 600 ქულა ჩააგდო. მარტის თვეში კი ეს მხოლოდ მაიკლ ჯორდანს აქვს გაკეთებული 1987 წელს.
76 მატჩში მოპოვებული 50 გამარჯვებით ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და პლეიოფის საგზური უკვე გაინაღდა.