NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 კვირით ადრე MVP-ის რეიტინგი განახლდა.
წინა კვირასთან შედარებით რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც იმაში გამოიხატა, რომ ლიდერობა მოქმედმა MVP-მ, შაი გილჯეს-ალექსანდერმა დაკარგა.
სიას სათავეში სან ანტონიო სპურსის ფრანგი სუპერვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა ჩაუდგა, რომელიც აქამდე მე-3 ადგილზე იყო.
1. ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო სპურსი) - 24.2 ქულა, 11.2 მოხსნა, 3.1 დაფარება
2. შაი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა სიტი თანდერი) - 31.5 ქულა, 4.4 მოხსნა, 6.6 შედეგიანი გადაცემა
3. ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი) - 27. 8 ქულა, 12.8 მოხსნა, 10.8 შედეგიანი გადაცემა
4. ლუკა დონჩიჩი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) - 33.6 ქულა, 7.8 მოხსნა, 8.3 შედეგიანი გადაცემა
5. ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი) - 28.6 ქულა, 7 მოხსნა, 5.2 შედეგიანი გადაცემა