NBA-ის რეგულარულის სეზონის მატჩში დენვერ ნაგეტსი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდა და 128-112 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა - 22 ქულა, 14 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა.
სერბი სუპერვარსკვლავისთვის ეს ამ სეზონში 28-ე, ჯამში კი კარიერაში 192-ე სამმაგი დუბლია.
72 მატჩში მოპოვებული 44 გამარჯვებით დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, პორტლენდი კი 35 მოგებით მე-9 პოზიციას იკავებს.