VIDEO: დონჩიჩისა და იოკიჩის სამმაგი დუბლები - ლეიკერსმა ოვერტაიმში მოიგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი დენვერ ნაგეტსს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 127-125 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ოსტინ რივზმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდათ ლუკა დონჩიჩსა და ნიკოლა იოკიჩს, რომელთა შორისაც სამმაგი დუბლების დუელი შედგა.
სლოვენიელის სტატისტიკა ასეთი იყო - 30 ქულა, 11 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა. რაც მთავარია, დონჩიჩმა მატჩის გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და ლეიკერსს ოვერტაიმში გამარჯვება მოუტანა.
დენვერის სერბმა ლიდერმა კი 24 ქულა, 16 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
67 მატჩში 42 მოგებით ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადფგილზეა, დენვერი კი 68 შეხვედრაში 41 გამარჯვებით მე-6 პოზიციას იკავებს.