VIDEO: ჯამალ მარის 53 ქულა და იოკიჩის სამმაგი - დენვერმა დალასს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეტსი დალას მავერიქსს შეხვდა და 142-135 დაამარცხა.
ბრწყინვალე მატჩი ჰქონდათ დენვერის ლიდერებს, ჯამალ მარისა და ნიკოლა იოკიჩს.
კანადელმა გამთამაშებელმა 53 ქულა მიითვალა, მან თამაშში 28-დან 19 ბურთი ჩააგდო, საიდანაც 14-დან 10 ორქულიანი და 14-დან 9 სამქულიანი იყო, მისი 6-დან 6 საჯარიმო ზუსტი აღმოჩნდა.
სერბმა ცენტრმა კი მორიგი სამმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში - 23 ქულა, 21 მოხსნა, 19 შედეგიანი გადაცემა.
74 მატჩში 46 მოგებით დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და ოკლაჰომას, სან ანტონიოსა და ლეიკერსს ჩამორჩება.