ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპლეიოფო დაპირისპირებაში დორტმუნდის ბორუსიამ ატალანტა საკუთარ მოედანზე დაამარცხა.
შეხვედრა სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი გერმანელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს — თავი გირასიმ და ბეიერმა გამოიჩინეს.
საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 25 თებერვალს ბერგამოში გაიმართება, დორტმუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს.
1-0 გირასი 3'
2-0 ბეიერი 42'