VIDEO: ხვიჩას მოპოვებული პენალტი და პრე-ასისტი - პსჟ-მ მონაკოს 0:2-დან მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ მატჩში, მონაკოსთან სტუმრად 3:2 მოიგო და განმეორებითი შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიქმნა.
ფოლარინ ბალოგანის დუბლით, მონაკო 2:0 დაწინაურდა, თუმცა პარიზელებმა, დუეს დუბლითა და ჰაკიმის გოლით, ქამბექით გაიმარჯვეს.
ქართველი შემტევი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო - პირველ ტაიმში პენალტი მოიპოვა, მეორე ნახევარში კი პრე-ასისტი შეასრულა. მოედანი 69-ე წუთზე დატოვა.
კვარას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 6 საგოლე მოქმედება აქვს - 3 გოლი და 3 ასისტი.
პსჟ-მ 25 თებერვალს პარიზში გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიქმნა და 1/8 ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.
მონაკოს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე ბარსელონა ან ჩელსი იქნება.