VIDEO: დუბლების დღე კამპ ნოუზე - ბარსელონამ დამაჯერებლად იმარჯვა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურის დასკვნით მატჩში ბარსელონამ კამპ ნოუზე რაიო ვალეკანო მიიღო.
სტუმართა სათადარიგო სკამზე იყო ახალწვეული გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც სათამაშო წუთები არ მისცემია.
შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე რაიოს მხრიდან სერხიო კამელიომ გახსნა, თუმცა ბარსელონამ სიტუაციის მოტრიალება მალევე შეძლო.
მე-19 წუთზე წონასწორობა რაფინიამ აღადგინა, 21-ე წუთზე კი მასპინძლები წინ ლამინ იამალმა გაიყვანა. ტაიმის ბოლოს ჟულ კუნდეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა და ბარსამ ტაიმი 2-1 მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევარი ფლორიან ლეჟუნის ავტოგოლით დაიწყო, თუმცა 59-ე წუთზე კამელიომ დუბლი შეასრულა და სხვაობა კვლავ ერთბურთიანი გახადა.
71-ე წუთზე ენტონი გორდონის ეფექტური თამაშის შემდეგ დუბლი რაფინიამაც შეასრულა, 90-ე წუთზე კი მატჩის მე-3 დუბლი ლამინ იამალმა მიითვალა და საბოლოო ანგარიში 5-2 დააფიქსირა.
ბარსელონამ ლა ლიგის სეზონი რეალის მსგავსად 3-დან 3 გამარჯვებით დაიწყო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. რაფინია კი 5 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და კილიან მბაპეს 1 გოლით უსწრებს.