• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტალანტები გერმანიიდან - ვის იმატებს ბარსელონა?
ფეხბურთიფეხბურთი

ტალანტები გერმანიიდან - ვის იმატებს ბარსელონა?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონამ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ტალანტი გაიფორმა.


Sky Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ჰამბურგთან მიკაელ ბაზას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.


ახალგაზრდა ასაკის გამო ბაზას კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ 2029 წლამდე შეუძლია. წყაროს ცნობით, სამედიცინო შემოწმება და ხელშეკრულების გაფორმება სამშაბათს შედგება.


16 წლის ცენტრალური მცველი მომავლის ერთ-ერთ დიდ ტალანტად მიიჩნევა და ბარსელონა გეგმავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ეტაპობრივად პირველი გუნდის შემადგენლობაში ჩართოს.


ტრანსფერი დამატებით ყურადღებას ბაზას ოჯახური კავშირის გამოც იქცევს, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბაიერნის მცველისა და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის, ჯონათან ტას ბიძაშვილია.



ამასთან, მირზა კატოვიჩიც ბარსელონაში გადადის. შტუტგარტის 19 წლის ნახევარმცველი კატალონიურ კლუბთან იჯარის წესით გადასვლაზე შეთანხმდა, რის შესახებაც Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია.


გარიგება ითვალისწინებს იჯარას გამოსყიდვის ვალდებულებით, რომლის ღირებულებაც 5-დან 10 მილიონ ევრომდე იქნება.


საბოლოო თანხა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ შეხვედრას ჩაატარებს კატოვიჩი ბარსელონას პირველ ან მეორე გუნდში. იჯარის საფასური 600 ათასი ევროა.


ბარსელონას გეგმის მიხედვით, კატოვიჩი თავდაპირველად მეორე გუნდში ითამაშებს, თუმცა კატალონიელები მას მომავალში პირველი გუნდის წევრად განიხილავენ.


შტუტგარტში, მიუხედავად კარგი თამაშისა, კატოვიჩმა პირველ გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში მან კლუბის მესამე ლიგაში მოასპარეზე მეორე გუნდის შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და გამორჩეული თამაშით თავი კარგად წარმოაჩინა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
გერმანია
შტუტგარტი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კოშმარი ბარსელონაში: შესაძლოა ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კოშმარი ბარსელონაში: შესაძლოა ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეპრესიის ნიშნები და ბავშვობის ოცნება: ტრანსფერი ჩაიშალა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეპრესიის ნიშნები და ბავშვობის ოცნება: ტრანსფერი ჩაიშალა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 რამ, რაც გაბრიელ ჟესუსის შესახებ უნდა იცოდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 რამ, რაც გაბრიელ ჟესუსის შესახებ უნდა იცოდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ატლეტიკომ ალვარესს ბარსასთან მოლაპარაკების უფლება დართო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ატლეტიკომ ალვარესს ბარსასთან მოლაპარაკების უფლება დართო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

კოშმარი ბარსელონაში: შესაძლოა ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს

News image

7 სთ წინ

დეპრესიის ნიშნები და ბავშვობის ოცნება: ტრანსფერი ჩაიშალა?

News image

6 სთ წინ

5 რამ, რაც გაბრიელ ჟესუსის შესახებ უნდა იცოდე

News image

6 სთ წინ

BREAKING: ატლეტიკომ ალვარესს ბარსასთან მოლაპარაკების უფლება დართო?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება