VIDEO: დუბლი და ულამაზესი გოლი - კვარაცხელიას შოუ ნანტთან
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში პარი სენ-ჟერმენი პარკ დე პრენსზე ნანტს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 37-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე დეზირე დუემ გაზარდა და პირველი ტაიმის ანგარიში (2-0) დააფიქსირა.
მეორე ტაიმში კი ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა და 50-ე წუთზე ბრწყინვალე გოლით ანგარიში 3-0 გახადა. პარი სენ-ჟერმენმა ნანტი მარტივად დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 66 ქულა დაუგროვდა, მდევარ ლანსთან კი სხვაობა 4 ქულაა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნანტთან მატჩში Sofascore-სგან 9.5 შეფასება დაიმსახურა, რაც, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
პარიზელთა ქართველ შემტევს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 საგოლე მოქმედება დაუგროვდა - 7 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.