რა მოხდებოდა, პსჟ პრემიერ ლიგაში რომ გამოდიოდეს?
ამ კითხვამ გულშემატკივრებს შორის ნამდვილი დებატები გამოიწვია. ერთი მხარე დარწმუნებულია, რომ პარიზული გრანდის ვარსკვლავური შემადგენლობა ინგლისსაც მარტივად დაიპყრობდა, მეორე მხარე კი თვლის, რომ 38-მატჩიანი დაუნდობელი მარათონი ფრანგებისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდებოდა.
„ტიტულს ლივერპულს წავართმევდით“
პსჟ-ის ქომაგები დარწმუნებულნი არიან საკუთარი გუნდის სიძლიერეში. მათი მთავარი არგუმენტი ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების წინააღმდეგ მიღწეული შედეგებია. „ჩვენ დავამარცხეთ ლივერპული, არსენალი, ასტონ ვილა.. რომ არა ჩელსი, პრემიერ ლიგის ტიტულიც ჩვენი იქნებოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
რეალობის შეგრძნება თუ ილუზია?
ანალიტიკოსი ქამალ მარლი კი საპირისპიროზე მიუთითებს. მისი აზრით, ლიგა 1-ში თამაში, სადაც მთავარი კონკურენტი ლანსია, ვერ შეედრება ინგლისურ ინტენსივობას.
„თუ გგონიათ, რომ ინგლისის ტოპ-კლუბებზე უკეთესები ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ 38-მატჩიანი ნამდვილი ბრძოლა არასდროს გამოგივლიათ, ცდებით. ლანსი თქვენი მთავარი მეტოქეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამოგრჩებათ. არამგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ლანსი პრემიერ ლიგის ათეულში მაინც მოხვდებოდა“, - აღნიშნავს მარლი.
დებატების მთავარი ხაზი ნათელია: რამდენად გაუძლებდა პარიზული გრანდი ინგლისური ფეხბურთის ფიზიკურ დატვირთვასა და სიღრმეს, სადაც ნებისმიერ საშუალო გუნდს სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია?