VIDEO: ელ ქააბის დუბლი და მორიგი მაკრატელა - მაროკო პლეიოფშია
29 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის მე-3 ტურში ტურნირის მასპინძელი მაროკო ზამბიას დაუპირისპირდა და 0-3 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან დუბლი შეასრულა აიუბ ელ ქააბიმ, რომელმაც გოლები მე-9 და 50-ე წუთებზე გაიტანა.
განსაკუთრებით ლამაზი იყო მაროკოელი შემტევის მეორე გოლი, რომელიც მაკრატელა დარტყმით შეასრულა. ელ ქააბიმ ამ სტილში გოლი პირველ ტურშიც გაიტანა და ამ ტურნირზე უკვე ორი ასეთი გოლი დაუგროვდა.
კიდევ ერთი გოლი მაროკოელთა მხრიდან ბრაჰიმ დიასმა გაიტანა, რომელმაც თავი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გამოიჩინა.
2 მოგებითა და 1 ფრედ დასრულებული შეხვედრით მაროკომ ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით ჯგუფიდან გავიდა. მეორე ადგილი3 ქულით მალიმ დაიკავა, რომელიც ასევე პლეიოფში იასპარეზებს.
ელ ქააბისთან და დიასთან ერთად 3 გოლი აფრიკის თასის მიმდინარე გათამაშებაში რიად მაჰრეზს აქვს გატანილი.