VIDEO: გერმანიის თასზე ქართული დერბი გოჩოლეიშვილმა მოიგო
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი მიიღო. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 44-ე წუთზე კი ჰაიდენჰაიმი ზირსლებენის წითელი ბარათის შემდეგ კაცნაკლული დარჩა. მატჩის მიწურულს ჰამბურგმა რიცხობრივი უპირატესობით მაინც ისარგებლა და 83-ე წუთზე რობერტ გლაცელმა პენალტის საშუალებით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძემ მოედანზე 72 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 6.9 შეფასება დაიმსახურა, გოჩოლეიშვილმა კი სრულად ითამაშა და 6.9 შეფასება მიიღო.
ჰამბურგი გერმანიის თასის 1/8 ფინალშია, სადაც მეტოქეს მოგვიანებით გაარკვევს.