VIDEO: გოგა ისევ დაბალშედეგიანი იყო - ორლანდომ სახლში წააგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA-ის რეგულარულის მე-10 მატჩში, ბოსტონ სელტიქსს უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით წააგო - 107:111.
2 ნოემბერს, ვაშინგტონ ვიზარდსთან მოგროვებული 15 ქულისა და 6 მოხსნის შემდეგ, ქართველი დაბალშედეგიანია - ბოლო 3 შეხვედრის ჯამში 6 ქულა, 11 მოხსნა და 4 ასისტი აქვს. უშუალოდ სელტიქსთან, 14:53 წუთში, 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გოგას თანაგუნდელი, პაოლო ბანკერო (28 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი) გახლდათ, ბოსტონელთა მხრიდან კი ჯეილენ ბრაუნი (27 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი), ენფერნი საიმონსი (25 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი) და დერეკ უაითი (21 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი) გამოირჩნენ.
ორლანდოს 10 შესაძლებლობიდან 4 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო თამაშს, 11 ნოემბრის 04:00 საათზე, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან ისევ საკუთარ დარბაზში გამართავს.