VIDEO: საგოლე მოქმედება ზედიზედ მე-3 მატჩში - გულიაშვილი ნაკრებში კარგი ფორმით მოდის
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბოსნიური სარაევოს ქართველი კაპიტანი, გიორგი გულიაშვილი სანაკრებო მატჩებს კარგ ფორმაში ხვდება. ჩემპიონატის მე-14 ტურში, მისმა გუნდმა ბორაცს შინ 1:0 მოუგო, გულიაშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.
ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე მას შემდეგ გავიდა, რაც გიორგიმ კუთხური მოაწოდა, სლავკო ბრალიჩმა კი თავური დარტყმით დედაქალაქელები წინ გაიყვანა.
ქართველმა ფორვარდმა ბოლო 3 ტურში საგოლე მოქმედება მიითვალა - 2 ასისტი და 1 გოლი. ჯამში მიმდინარე სეზონის 16 თამაშში 2 გოლი და 5 ასისტი აქვს.
სარაევომ ზედიზედ მე-6 წაუგებელი მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეოთხედ მოიგო, 21 ქულა მოაგროვა და ზედა სამეულს 1 ქულამდე მიუახლოვდა. მომდევნო ტურში, 22 ნოემბერს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ პრიედორს სტუმრად შეხვდება.