VIDEO: გოგამ ზედიზედ მე-2 მატჩი გამოტოვა - ორლანდომ შარლოტთან წააგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძემ NBA-ის რეგულარულის ზედიზედ მე-2 მატჩი გამოტოვა, თუმცა სერიოზული არაფერია და მის დაბრუნებას უკვე შემდეგ თამაშში ელოდებიან.
26 წლის ქართველს მუხლის დაზიანება აქვს და იყო შანსი, გამთენიისასაც უკვე ეთამაშა, მაგრამ მისი დაბრუნება, დიდი ალბათობით, მხოლოდ 1 შეხვედრით გადაიდო.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილოსან შარლოტ ჰორნეტსთან 105:120 დამარცხდა და ცხრილის მე-6 ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებს - კლივლენდ კავალიერსი (იმდენივე მოგება აქვს) და მაიამი ჰიტი (1-ით ნაკლები მოგება) ახლოს არიან.
ფლორიდელები 28 დეკემბრის 04:00 საათზე, დენვერ ნაგეთსს უმასპინძლებენ და გოგაც სათამაშო მოედანს, სავარაუდოდ, სწორედ ამ თამაშში უნდა დაუბრუნდეს.