VIDEO: მე-9 ორმაგი დუბლი კარიერაში - მამუ ვაშინგტონთან ძირითადი ცენტრი იყო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში თავისი მე-9 ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი ტორონტო რეპტორსი დედაქალაქ ვაშინგტონში 117:138 დამარცხდა.
ქართველმა თამაში ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო, პარკეტზე ჯამში 32:42 წუთი გაატარა - 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი. 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს სასროლად არ დამდგარა. 2 ჩაჭრა, 1 ბლოკი და 1 დაკარგვაც ჰქონდა.
მამუმ მიმდინარე სეზონში პირველი, ხოლო მთლიანად NBA-ის კარიერაში მე-9 ორმაგი დუბლი მიითვალა - ბოლოს 3 აპრილს, დენვერთან ჰქონდა.
ტორონტო, რომელიც კვლავ არ ჯეი ბერეტისა და ჯეიკობ პიოლტლის გარეშე თამაშობდა, მიმდინარე რეგულარულის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდთან დამარცხდა - ვაშინგტონ ვიზარდსს 6 მოგება და 23 წაგება აქვს.
თავად დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა 32-ე შეხვედრაში მე-14-ედ წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება.
მამუს გუნდი 5-მატჩიან საშინაო სერიას იწყებს - გოლდენ სტეიტ უორიორსს (29 დეკემბრის 00:30 საათზე), გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს, დენვერ ნაგეთსსა და 2-ჯერ ატლანტა ჰოუქსს შეხვდებიან.