VIDEO: გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონს მე-7 მატჩი მოუგო, ინდიანამ კლივლენდთან ანგარიში გახსნა
05 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში ჰიუსტონ როკეტსისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის სერიაში მე-7 მატჩი გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 89-103 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს 33 ქულით ბადი ჰილდმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 9 სამქულიანი ჩააგდო.
უორიორსმა სერიაში 4-3 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მინესოტა ტიმბერვულვზს დაუპირისპირდება, რომელამც თავის მხრივ ლოს ანჯელეს ლეიკერსს მოუგო სერია 4-1.
გოლდენისა და მინესოტას სერია 7 მაისს დაიწყება.
სტარტი აიღო ახალმა სერიამ, რომელშიც ინდიანა პეისერსმა კლივლენდ კავალიერსი 112-121 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გახსნა.
კლივლენდიდან გამორჩეული დონოვან მიჩელი (33 ქულა) იყო, ინდიანას კი ენდრიუ ნემბჰარდმა (23 ქულა) და ტაირეს ჰალიბარტონმა (22 ქულა), 13 შედეგიანი გადაცემა ულიდერეს.