VIDEO: ინდიანამ კლივლენდს მე-2 თამაშიც მოუგო, გოლდენ სტეიტმა სერიაში ანგარიში გახსნა
07 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფის სერიებში ორი საინტერესო მატჩი გაიმართა.
ინდიანა პეისერსმა კლივლენდ კავაიერსს მეორე შეხვედრაც მოუგო ანგარიშით 119-120, გამარჯვებული ბოლო წამებზე ტაირეს ჰალიბარტონის (19 ქულა, 9 მოხსნა) სამქულიანით გაირკვა.
საოცარი მატჩი ჰქონდა დონოვან მიჩელს, რომელმაც 48 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა კლივლენდი მაინც დამარცხდა.
ინდიანა სერიას 2-0 იგებს, გუნდებს შორის მე-3 მატჩი 10 მაისს გაიმართება.
სერიის პირველი მატჩი გაიმართა მინესოტა ტიმბერვულვზსა და გოლდენ სტეიტ უორიორსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 88-99 დასრულდა.
უორიორსს 24 ქულით ბადი ჰილდმა ულიდერა, ენტონი ედვარდსმა კი 23 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.