მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში იუტა ჯაზი დენვერ ნაგეტსთან 121-132 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა - 36 ქულა, 22 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა.
იოკიჩის კარიერაში ეს მე-4 მატჩი იყო, როცა მან 35+ ქულა, 20+ მოხსნა და 10+ ასისტი დააგროვა და ამით ყველა დროის სიაშ ელჯინ ბეილორს გადაასწრო, რომელიც ამ მაჩვენებლით მე-2 იყო. აღსანიშნავია, რომ სერბი NBA-ში 15000-ქულიან ნიშნულს გადაცდა.
დენვერის მხრიდან კიდევ ერთი სამმაგი ვიხილეთ, რასელ უესტბრუკმა 16 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მისი სტატისტიკა გამორჩეული იმითაა, რომ მას დაკარგვა არ ჰქონია, თამაშიდან 7-დან 7 ბურთი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 2-დან 2.
ვესტბრუკი გახდა NBA-ს ისტორიაში მე-2 მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი 0 დაკარგვითა და სროლის 100%-იანი სიზუსტით შეასრულა. პირველად ეს დომანტას საბონისმა შეძლო.
კარგი თამაში ჰქონდა ჯამალ მარისაც, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 10 ასისტი მიითვალა. NBA-ს ისტორიაში მეექვსედ მოხდა, როცა ერთი გუნდის სამმა კალათბურთელმა ერთ მატჩში 10-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
დენვერი 31 მატჩში 18 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები