VIDEO: ხალისიანი მატჩი ბერნაბეუზე - რეალმა ინტერს მოუგო
43 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში რეალმა ინტერი დაამარცხა.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
შეხვედრა სტუმართა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და რეალის გადარჩენა რამდენჯერმე ტიბო კურტუას მოუწია. თუმცა, მე-14 წუთზე რეალის პრესინგმა კარგად იმუშავა - მადრიდელებმა შეცდომით ისარგებლეს და კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა.
23-ე წუთზე ფედე ვალვერდემ სტუმართა მეკარე დააპრესინგა და შეცდომა დააშვებინა, რასაც მეორე გოლი მოჰყვა.
მთელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის არაერთი კარგი შანსი, განსაკუთრებით ბევრი მომენტი რეალმა ანიავა - მარტო ბელინგემს შეეძლო დუბლის შესრულება, ასევე რამდენჯერმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა კილიან მბაპემაც, რის გამოც სამეფო კლუბი კინაღამ დაისაჯა. 77-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის პასით კარლოს აუგუსტომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში რეალმა უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის მოგება მოახერხა.
ამრიგად, რეალმა ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება საშინაო გამარჯვებით დაიწყო, ინტერმა კი სანტიაგო ბერნაბეუ კვლავ ქულის გარეშე დატოვა.