ისტორიული მომენტი სანტიაგო ბერნაბეუზე! - მბაპემ ინტერის კარში გაიტანა და ტოპ 5-ში შევიდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 71-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული რაულის შედეგს გაუტოლდა.
მადრიდის რეალის ფრანგმა თავდამსხმელმა ინტერის წინააღმდეგ მატჩში ანგარიში ბრაჰიმ დიასის საგოლე გადაცემის შემდეგ გახსნა. ეს მისი 71-ე გოლია უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე.
ზუსტად ამდენივე გოლი აქვს გატანილი სამეფო კლუბის კიდევ ერთ ყოფილ ფორვარდს, რაულს. ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიის მეხუთე ადგილს იყოფენ.
მბაპესა და რაულზე წინ მხოლოდ კარიმ ბენზემა (90), რობერტ ლევანდოვსკი (109), ლიონელ მესი (129) და კრიშტიანუ რონალდუ (140) იმყოფებიან.