ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!
ფეხბურთიფეხბურთი

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!

26 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ზედიზედ ორი უტიტულო სეზონის შემდეგ, მადრიდის რეალი სატრანსფერო ბაზარზე სერიოზულად გააქტიურდა. 


როგორც ესპანური მედია წერს, ფლორენტინო პერესმა ზაფხულში თანხები არ დაიშურა და გუნდში ისეთი ფეხბურთელები მიიყვანა, როგორებიც ბერნარდუ სილვა, იბრაჰიმა კონატე, მარკ კუკურელა, დენზელ დუმფრისი, დინ ჰუისენი და კარლოს ესპი არიან. ახალმა შენაძენებმა და ვინისიუს ჟუნიორის მსგავსი ლიდერების კონტრაქტების გახანგრძლივებამ, კლუბის სახელფასო ბიუჯეტი მკვეთრად გაზარდა. 


სპეციალიზებული ანალიტიკური პორტალის, 2Playbook-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონში რეალის სახელფასო ფონდი (მოთამაშეებისა და სტაფის ჩათვლით) წარმოუდგენელ 707 მილიონ ევროს შეადგენს. ეს კლუბის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია და პარი სენ-ჟერმენის მიერ დამყარებულ ისტორიულ მაჩვენებელს უახლოვდება.


მიუხედავად ასეთი კოლოსალური ხარჯებისა, რეალი უეფას რეგულაციებს არ არღვევს და ფინანსურ ფეარ-პლეის იცავს. სახელფასო ფონდი კლუბის ბრუნვის 57%-ს და შემოსავლების 50%-ს შეადგენს.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდელები კიდევ ერთ რეკორდულ შემოსავალს, 1.405 მილიარდ ევროს ელოდებიან, საიდანაც სუფთა მოგება 14 მილიონი ევრო იქნება. ამ კოლოსალური შემოსავლის უდიდესი ნაწილი, 420 მილიონი ევრო, პირდაპირ განახლებული ბერნაბეუდან გენერირდება (ბილეთები, VIP ზონები, მუზეუმი და სხვა ღონისძიებები, მათ შორის ამერიკული ფეხბურთის მატჩები). ამას ემატება ფეხბურთელების (ძირითადად აკადემიის აღზრდილების) ტრანსფერებიდან მიღებული 155 მილიონი ევროც.


ცნობისთვის, 707-მილიონიანი ბიუჯეტიდან 44.4 მილიონი ტექნიკურ სტაფსა და საკალათბურთო გუნდს ხმარდება (რომლის ბიუჯეტიც წელს 67 მილიონამდე გაიზარდა), ხოლო ქალთა გუნდის სახელფასო ფონდი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბის წევრები ამ ფინანსურ ანგარიშს მომდევნო შაბათს, გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცებენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
ლა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ: რა სჭირს იამალს და როდის დაბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ: რა სჭირს იამალს და როდის დაბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 ნოე, 2026

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე

News image

20 სთ წინ

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?

News image

15 სთ წინ

VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე

News image

30 წთ წინ

ტრავმა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ: რა სჭირს იამალს და როდის დაბრუნდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება