იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტრავმა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ: რა სჭირს იამალს და როდის დაბრუნდება
ფეხბურთიფეხბურთი

ტრავმა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ: რა სჭირს იამალს და როდის დაბრუნდება

34 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებს ერთა ლიგის უახლოეს მატჩში, პრაღაში ჩეხეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.


მიზეზი მარჯვენა მუხლის ტკივილია,რომელმაც თავი ლა ლიგაში, მადრიდის ატლეტიკოსთან მოგებული დაპირისპირების შემდეგ იჩინა.


მიუხედავად იმისა, რომ იამალს მადრიდელთა წინააღმდეგ გოლი არ გაუტანია, მან მეტოქის დაცვას უდიდესი პრობლემები შეუქმნა და ფერმინ ლოპესს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. ესპანური გამოცემა Sport წერს, რომ ფეხბურთელმა მატჩი კარგ განწყობაზე დაასრულა, თუმცა მოგვიანებით მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო.


ორშაბათს დილით ჟოან გამპერის ბაზაზე ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ბარსელონასა და ეროვნული ნაკრების ექიმებმა შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს და ფეხბურთელის გარისკვა არ ისურვეს. მოსალოდნელია, რომ იამალი ნაკრებს პარასკევს შეუერთდება და კვირას, ინგლისის წინააღმდეგ გასამართი გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება, რომელმაც ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა უნდა გაარკვიოს.


აღსანიშნავია, რომ ჩეხეთთან შეხვედრა მიმდინარე სეზონში პირველი იქნება, რომელსაც ლამინი გამოტოვებს. აქამდე მან ბარსელონას რიგებში 16-ვე მატჩი (მაქსიმალური 1440-დან 1355 წუთი) ჩაატარა და ესპანეთის ნაკრების წინა ოთხ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო.


ცნობისთვის, ესპანელებს ჩეხეთთან კიდევ ერთი შემტევი, რეალ სოსიედადის ფორვარდი მიკელ ოიარსაბალიც დააკლდებათ. იგი გრიპის ვირუსს ებრძვის, თუმცა ინგლისთან დაპირისპირებისთვის ისიც მწყობრში უნდა იყოს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა
ლა ლიგა
ლამინ იამალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 ნოე, 2026

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე

News image

20 სთ წინ

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?

News image

15 სთ წინ

VIDEO: ფერმინის დუბლი და ბარსელონას ქამბექი მეტროპოლიტანოზე

News image

30 წთ წინ

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება