VIDEO: კლივლენდმა სხვაობა შეამცირა, დენვერი ოკლაჰომასთან წინ გავიდა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს პლეიოფში ორ სერიაში მე-3 მატჩი გაიმართა,
კლივლენდ კავალიერსმა ინდიანა პეისერსი 104-126 დაამარცხა და სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირა (2-1).
მოგებულ გუნდს დონოვან მიჩელმა ულიდერა, რომელმაც 43 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
გუნდებს შორის მე-4 მატჩი 12 მაისს გაიმართება.
დაძაბული მატჩი შედგა დენვერ ნაგეთსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის. გამარჯვებული ოვერტაიმის შემდეგ გამოვლინდა, დენვერმა 1113-104 იმარჯვა და სერიაში წინ გავიდა (2-1).
ნაგეთსს ქულებში ჯამალ მარიმ (27 ქულა) ულიდერა, აარონ გორდონმა 22 ქულა მიითვალა, მაიკლ პორტერმა - 21, ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე კი 20 ქულა და 16 მოხსნა იყო.