VIDEO: ლუკა დონჩიჩის 49 ქულა - ლეიკერსმა მინესოტას მოუგო
25 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის პირველ მატჩში გოლდენ სტეიტ უორიორსთან მარცხის შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსი მინესოტა ტიმბერვულვზს დაუპირისპირდა.
ამჯერად შეხვედრა ლეიკერსის გამარჯვებით 128-110 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 49 ქულა, 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სლოვენიელმა 12-დან 5 სამქულიანი, 11-დან 9 ორქულიანი და 19-დან 16 საჯარიმო ჩააგდო.
მინესოტადან გამორჩეული ენტონი ედვარდსი (31 ქულა) და ჯულიუს რენდლი (26 ქულა, 9 მოხსნა) იყვნენ.
ლუკა დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც სეზონი ზედიზედ ორ მატჩში ასეთი შედეგით გახსნა - 40+ ქულა, 10+ მოხსნა, 5+ შედეგიანი გადაცემა.