მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 29-ე ტურში მილანმა შინ კომო დაამარცხა.
მატჩი სან სიროზე გაიმართა და როსონერის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი და კუნიას გოლით სტუმრებმა 1:0 მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კონსეისაოს გუნდმა ძალები მოიკრიბა და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა.
53-ე წუთზე ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გაათანაბრა ტიჟანი რეინდერსის პასით, 75-ზე კი რეინდერსმა თავად მოახერხა გოლის გატანა და მილანს გამარჯვება მოუტანა.
81-ე წუთზე ორწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დელე ალი დაუბრუნდა, რომელმაც 10 წუთში უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
VIDEO: ორწლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა დელე ალიმ 10 წუთში წითელი ბარათი მიიღო
მილანმა 47 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილს იკავებს, კომო კი 29 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
0-1 და კუნია (33')
1-1 პულიშიჩი (53')
2-1 რეინდერსი (75')
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები