3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ში ბოლო ორი მატჩი იუვენტუსმა საერთო ანგარიშით 0:7 წააგო.
ტურინული გუნდი ჯერ ატალანტასთან განადგურდა (0:4), შემდეგ კი ფიორენტინასთან (0:3), რამაც ტიაგო მოტას მომავალი ეჭვქვეშ დააყენა.
თუმცა, კლუბის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის გაშვება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
"ჩვენ ყველანი ერთად სვლას გავაგრძელებთ." - აღნიშნა ჯუნტოლიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მოტას გაშვება ამ ეტაპზე მართლაც არ იგეგმება, თუმცა მისი წასვლის საკითხი სეზონის ბოლოს სერიოზულად დადგება დღის წესრიგში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები