ეროვნული ლიგის 30-ე ტურში, დინამო თბილისსა და კოლხეთი 1913-ს შორის, თორნიკე მორჩილაძემ სწრაფი გოლი გაიტანა და დინამოელები დააწინაურა.
თბილისელთა ნახევარმცველისთვის ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლია და ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა - წინ მხოლოდ იური ტაბატაძე (11 გოლი), ბიორნ იონსენი (12 გოლი) და გიორგი ფანცულაია (14 გოლი) არიან.
აღსანიშნავია, რომ მორჩილაძემ ამ 10-დან 4 გოლი სწორედ კოლხეთის კარში გაიტანა.