მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირებს BATUMI OPEN-სა და GRAND PRIX-ს უმასპინძლა.
ტურნირებში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა კარატისტებმა კი ჯამურად 36 მედალი მოიპოვეს - 7 ოქრო, 10 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
2026 წლის 9-10 მაისს, ბათუმში უკვე კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.