ვილნიუსში ჩატარდა ატეიტის თასის 11-წლამდე ტურნირი, რომელზეც დინამო თბილისი 3 გუნდით იყო წარმოდგენილი: დინამოს სკოლა - ლევან ბოჯგუას ხელმძღვანელობით, დინამოს რუსთავის სკოლა - ლაშა გოგოლაძის თაოსნობით და დინამო თბილისის სკოლების ფილიალთა ნაკრები - ვლადიმერ მუსერიძის ხელმძღვანელობით.
A ჯგუფში, დინამოს რუსთავის სკოლამ კიევის აკადემიასთან 0:3 წააგო, იმავე ანგარიშით დამარცხდა იტალიურ სასუოლოსთან, ხოლო ლატვიურ მეტას 2:1 აჯობა.
C ჯგუფში, დინამო თბილისის სკოლამ უგოლო ფრე ითამაშა ადგილობრივ ჟალგირისთან, 0:1 დამარცხდა ლიეტუვურ ბანგასთან და ასევე უგოლო ფრით დაშორდა რიგის აკადემიის მეორე გუნდს.
E ჯგუფში მოასპარეზე დინამო თბილისის სკოლების ფილიალთა ნაკრებმა 4:0 დაჯაბნა ლიეტუვური ბენფიკა ატეიტისის გუნდი, შემდეგ იყო ფრე 1:1 ადგილობრივ ბე-1 აკადემიასთან და 3:1 გამარჯვება ლატვიურ იელგავასთან.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, იტალიურ სასუოლოს 1:0 მოუგეს, ხოლო ადგილობრივ ბანგასთან ფრედ 2:2 ითამაშეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ლატვიურ მეტასთან 1:1, პენალტების სერიაში გაიმარჯვეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
ტურნირის საუკეთესო ფორვარდი ანდრია მარქაროვი გახდა.
დინამო თბილისის სკოლების ფილიალთა ნაკრები: ნიკოლოზ ახალაძე, გიორგი ახრახაძე, ილია წიქარიშვილი, ოთარ ნიჟარაძე, მათე ხარშილაძე, გაბრიელ ჩერქეზიშვილი, დავით თოდაძე, ლუკა ლომიძე, გიორგი ჭელიძე, ანდრია ჯანაშია, ალექსანდრე პაიჭაძე, მათე ჭილოშვილი, ანდრია მარქაროვი, ალექსანდრე დემურია, ანდრია ბოჭორიშვილი, გიორგი ხომერიკი, ანდრია ქობალავა და მათე რუხაძე.