საქართველოს დელეგაციამ ლატვიის დედაქალაქ რიგაში მაგიდის ჩოგბურთის ასაკობრივ სარეიტინგო პირველობაზე 3 მედალი მოიპოვა.
19-წლამდელებს შორის, ანასტასია ჩხარტიშვილმა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ოქროს მედალი მოიგო.
ჩხარტიშვილამდე, ჩვენს ნაკრებს მედლები ელენე დანელიამ (12-წლამდელებში) და ანდრია ჩხარტიშვილმა (14-წლამდელებში) მოუტანეს - ორივე მათგანმა ბრინჯაო.
რიგაში მიმდინარე ტურნირზე 8 ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებები 12, 14, 17 და 19-წლამდელებს შორის გაიმართა. საქართველოს ნაკრები 13 მოთამაშით გახლდათ წარმოდგენილი.