დინამო თბილისის სკოლის გუნდი ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც ატეიტის თასის ტრადიციული გათამაშება მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ჯიშკარიანის გუნდი B ჯგუფში ასპარეზობდა. პირველ მატჩში დინამოელებმა ადგილობრივ ტრაკაის მოუგეს 2:1. შემდეგ 6:0 ასევე ადგილობრივ ბენფიკა ატეიტისის წითლებს აჯობეს, ხოლო ლატვიურ რიგის აკადემიასთან 0:3 დათმეს. ბენფიკა ატეიტისს, ოღონდ თეთრებს, დინამომ 6:1 მოუგო და 5:0 აჯობა ლიეტუვურ კაუნასის ჟალგირისის აკადემიას.
ნახევარფინალში თბილისელები ფინურ ჰელსინკისთან 0:1 დამარცხდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში რიგის აკადემიას რევანში აუღეს და 3:2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად იოანე გარდაფხაძე დაასახელეს.
ლიეტუვაში პატარა დინამოელები შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდნენ: ნიკოლოზ ჯანაშია, ნიკოლოზ ჯოლოგუა, დემეტრე მეტრეველი, გაბრიელ ორაგველიძე, გიორგი შამუგია, საბა შუბითიძე, ლუკა ცინცაძე, გაბრიელ თვაური, რატი აბრამიშვილი, ანდრია ბაინდუროვი, თომა ხარაიშვილი, ალექსანდრე ქომეთიანი, გაბრიელ წოწორია, ალექსანდრე ანჩაბაძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, იოანე გარდაფხაძე და ლუკა პაპინაშვილი.