VIDEO: ეფექტური ასისტი - ტაბატაძემ დანიაში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
დანიური ვეილეს მარცხენა მცველმა, გიორგი ტაბატაძემ, სუპერლიგის მე-13 ტურში, სილკებორგთან მატჩისას საგოლე გადაცემა გააკეთა. მისმა გუნდმა მატჩი 1:2 წააგო.
მე-8 წუთზე, ტაბატაძემ შეტევა პასით წამოიწყო, რის შემდეგაც გადმოვარდნილ ბურთს მიასწრო, საჯარიმოსკენ დაიძრა და საგოლე პასი გააკეთა.
იბერია 1999-ის 19 წლის ყოფილმა მცველმა დანიურ კლუბში, ჩემპიონატის ეგიდით, ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და სეზონში პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
"გამელგორს ვულოცავ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ტაბატაძემ ბევრად უკეთესად ითამაშა. ძალიან აგრესიული იყო", - წერს ვეილეს ერთ-ერთი გულშემატკივარი პოსტზე, რომელიც ამ გუნდისგან დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ კრისტიან გამელგორს ეძღვნება.
13 ტურის შემდეგ, ტაბატაძის ვეილე, 7 ქულით, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო თამაშს მე-8 ადგილოსან სონდერიისკესთან სტუმრად გამართავს - 2 ნოემბერს.