VIDEO: გუნდში ქულების მე-3 შედეგი - მამუ დალასთან თამაშში კარგად ჩაერთო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა, NBA-ის რეგულარულის მე-3 მატჩში, დალას მავერიქსის წინააღმდეგ, 16 ქულა მოაგროვა და საკუთარ გუნდში მე-3 ყველაზე შედეგიანი იყო.
ტორონტო რეპტორსი დალასთან გასვლით შეხვედრაში 129:139 დამარცხდა, მამუმ პარკეტზე 21:44 წუთი გაატარა და 16 ქულა, 1 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. მის გუნდში ეს მე-3 შედეგი იყო - სკოტ ბარნსმა 33 ქულა მოაგროვა, ბრენდონ ინგრამმა - 22, ხოლო არჯეი ბარეტმა ასევე - 16.
ქულების მხრივ, სანდროს NBA-ში ასეთი შედეგიანი მატჩი 12 აპრილის შემდეგ არ ჰქონია - მაშინ ფინიქს სანსთან 19 ქულა მიითვალა (9 მოხსნასთან და 2 ასისტთან ერთად).
ატლანტა ჰოუქსთან გამარჯვების შემდეგ, ტორონტოელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს. მომდევნო თამაშს, 28 ოქტომბრის 04:00 საათზე, სან ანტონიოსთან სტუმრად გამართავენ.