ეკო გორგოძემ ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისში გამართულ ჩელენჯერზე, წყვილთა შორის, ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ირენე ბურილოსთან ერთად თამაშობდა და ტურნირზე ჩატარებულ 4 მატჩში მხოლოდ 1 სეტი დათმო - 1/2 ფინალში პირველ ნომრად განთესილ წყვილთან.
ქართულ-ესპანური დუეტი გათამაშებაზე მე-4 ნომრად გახლდათ განთესილი და ფინალში მე-5 ნომერ წყვილს, კაროლ მონესა და სადა ნაჰიმანას შემადგენლობით, შეხვდნენ.
ფინალური მატჩი არასაფინალო სცენარით წარიმართა და საათსა და 5 წუთში დასრულდა - 6:1; 6:4.
შედეგად, 16 ოქტომბერს შექმნილი გორგოძე-ბურილოს წყვილი, რომელიც ზედიზედ მეორე ტურნირის ფინალში თამაშობდა, ამჯერად უკვე ჩემპიონი გახდა.
ეკო გორგოძემ, წყვილებს შორის, მიმდინარე სეზონში - მე-3, ხოლო კარიერაში 46-ე ტიტული მოიგო.