ინდიანაპოლისში NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა.
ოლ-სტარი ძველ ფორმატს დაუბრუნდა და ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა აღმოსავლეთის გუნდის გამარჯვებით 211-186 დასრულდა.
მატჩში ქულათა რაოდენობით გამორჩეული კარლ-ენტონი თაუნსი იყო, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა.
MVP კი დემიენ ლილარდი გახდა, რომელმაც 39 ქულა მიითვალა და 11 სამქულიანი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მილოუკი ბაქსის გამთამაშებელმა ოლ-სტარ უიქედზე სამქულიანების კონკურსიც მოიგო. ამ კომბინაციით კი ის NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც აღნიშნული ორივე ჯილდო ერთ სეზონში მოიგო.