NBA-ის 2026 წლის ოლ-სტარის კვირეულის ფარგლებში სამქულიანების კონკურსი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა შემდეგმა მოთამაშეებმა მიიღეს:
დევინ ბუკერი (ფინიქს სანსი)
კონ კნიპელი (შარლოტ ჰორნეტსი)
დემიენ ლილარდი (პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი)
ტაირის მაქსი (ფილადელფია სევენთისიქსერსი)
დონოვან მიჩელი (კლივლენდ კავალიერსი)
ჯამალ მარი (დენვერ ნაგეტსი)
ბობი პორტისი (მილუოკი ბაქსი)
ნორმან პაუელი (მაიამი ჰიტი)
ფინალურ რაუნდში შარლოტ ჰორნეტსის ახალწვეული კონ კნიპელი, ფინიქს სანსის ვარსკლვავი დევინ ბუკერი და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის გამთამაშებელი დემიენ ლილარდი გავიდნენ.
ამ სამეულში კი საუკეთესო ლილარდი აღმოჩნდა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა და ბუკერისა (27) და კნიპელის (17) შედეგს აჯობა.
დემიენ ლილარდმა სამქულიანების კონკურსი კარიერაში მესამედ მოიგო (2023, 2024) და ლეგენდარული ლარი ბირდისა და კრეიგ ჰოჯისის რეკორდი გაიმეორა.