VIDEO: ორივე გუნდში საუკეთესო იყო - მამუს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
04 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ეფექტიანობის ინდექსით, საუკეთესო იყო და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. მისმა ტორონტო რეპტორსმა ატლანტა ჰოუქსს 134:117 მოუგო.
მამუ ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 31:56 წუთი ითამაშა - 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი. 1 ჩაჭრა და 3 ბლოკიც ჰქონდა.
საერთო ჯამში, მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია - მე-2 შედეგი იმანუელ ქვიქლიმ დააფიქსირა (20).
აღსანიშნავია, რომ სანდრომ NBA-ში მისთვის მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა - სამმაგი დუბლი არასდროს ჰქონია და დღეს ამისთვის 2 ასისტი დააკლდა.
რეპტორსმა, დენვერ ნაგეთსთან მარცხის შემდეგ, მორიგი გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილი გაიმყარა.
6 იანვრის 04:30 საათზე, დარკო რაიაკოვიჩის გუნდი კვლავ ატლანტას და ისევ საკუთარ დარბაზში შეხვდება, რითაც 5-მატჩიან საშინაო სერიას დაასრულებს.