VIDEO: პენალტი გაიტანა - გულიაშვილმა ჩემპიონატში მე-5 საგოლე მოქმედება შეასრულა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის WWIN LIGA-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა სტუმრად პოსუსჯესთან შეხვედრაში შეაგდო. მისმა გუნდმა 3:0 მოიგო.
მე-9 წუთზე მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ და მათ კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად გულიაშვილმა შეასრულა და სარაევო დააწინაურა.
ქართველი თავდამსხმელისთვის ბოსნიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მე-5 საგოლე მოქმედებაა - 1 გოლი და 4 ასისტი. კიდევ ერთი გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, გიორგიმ ბოსნიის WWIN LIGA-ის გასულ სეზონში 16 გოლი შეაგდო (5 ასისტთან ერთად) და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე გავიდა - მიჰაელ მლინარიჩს, რომელიც ამ სეზონიდან უკვე მისი თანაგუნდელია, 3 გოლით ჩამორჩა.
13 ტურის შემდეგ, სარაევომ 18 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-5 ადგილზეა - სამეულთან სხვაობა 4 ქულაა. მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს, ჩემპიონატის ლიდერ ბორაჩს უმასპინძლებენ.