VIDEO: პირველი 1/2 ფინალი AO-ზე 31 წლის ასაკში - პეგულა რიბაკინაზე გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგში ბოლო ნახევარფინალისტიც გაირკვა - ამერიკულ დაპირისპირებაში ჯესიკა პეგულამ ამანდა ანისიმოვა დაამარცხა.
გამოცდილმა პეგულამ პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორეში კი 3:5 ჩამორჩა, თუმცა საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა და იქ მეტოქეს მაგრად აჯობა - 6:2; 7:6.
აღსანიშნავია, რომ ანისიმოვა ბევრ შეცდომას უშვებდა - პეგულას 21 უნებლიე შეცდომის საპირისპიროდ, მეტოქეს ამავე მიზეზით 44 ქულა დაუთმო. ვინერებში კი სხვაობა მხოლოდ 2 იყო, ისიც პეგულას სასარგებლოდ - 20:18.
ჯესიკა პეგულა AO-ს 1/2 ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს, ანისიმოვას კი შეეძლო, დიდი სლემის ზედიზედ მე-3 ტურნირზე ებრძოლა ფინალში გასასვლელად - 2025-ის უიმბლდონსა (შვიონტეკთან) და ამერიკის ღია პირველობაზე (საბალენკასთან) ფინალური მატჩები წააგო.