VIDEO: ყარაბაღმა ჩელსისთან ქულა აიღო - ლიგის 4 ტურში მე-3 დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარეს
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, აზერბაიჯანულმა ყარაბაღმა ლონდონის ჩელსისთან ფრე ითამაშა და მიმდინარე ტურნირზე მე-3 წაუგებელი მატჩი ჩაატარა.
ინგლისელები ესტევაომ მე-16 წუთზე დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა 10-წუთიან ინტერვალში ორი გოლი შეაგდეს და პირველი ტაიმი მოიგეს - თავი ლეანდრო ანდრადემ და მარკო იანკოვიჩმა გამოიჩინეს.
იმის მიუხედავად, რომ ლონდონელებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრეს, მეტი გოლი ვეღარ შეაგდეს და მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგეს.
4 ტურის შედეგებით, ყარაბაღს იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც ჩელსის - 7. ყურბან ყურბანოვის გუნდი პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაშია.
აზერბაიჯანელები მომდევნო ტურში ნაპოლის დიეგო მარადონაზე ესტუმრებიან, ჩელსი კი სტემფორდ ბრიჯზე ბარსელონას მიიღებს.