VIDEO: რაიან რეინოლდსის ვრექსემმა FA თასიდან ნოტინგემი გააგდო
10 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
FA თასის 1/32 ფინალში ჩემპიონშიფში მოასპარეზე ვრექსემი, რომლის მფლობელიც რაიან რეინოლდსია, საკუთარ მოედანზე ნოტინგემს დაუპირისპირდა.
74-ე წუთზე ვრექსემი ანგარიშით 3-1 იგებდა, თუმცა ფორესტმა 2 გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო, საბოლოოდ კი საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანებში ვრექსემმა 4-3 იმარჯვა, ერთგვარი სენსაციაც მოახდინა და თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა, ნოტინგემი კი ასპარეზობას გამოეთიშა.
სანახაობრივი თამაშის გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში გამოსარჩევი იყო თავად რაიან რეინოლდსის ემოციებიც, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა და თავის გუნდს გულშემატკივრობდა.
ვრექსემი ჩემპიონშიფში გასულ სეზონში დაწინაურდა, მიმდინარე სეზონში კი ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონში 40 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და პლეიოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.